გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი

  • ფოთში, ყველა ქომაგს შესაძლებლობა ექნება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი.

18 ივნისს, 20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე მოწყობილ დიდ ეკრანზე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.

19:00 საათიდან, მოეწყობა საზეიმო მსვლელობა დრამერების შოუს და დროშების თანხლებით აღმაშენებლის ქუჩიდან (ბორის პაიჭაძის ძეგლიდან) ნიკო ნიკოლაძის სანაპირომდე.

პირდაპირი ტრანსლირების განრიგი:

18 ივნისი – 20:00 საქართველო – თურქეთი;

22 ივნისი – 17:00 საქართველო – ჩეხეთი;

26 ივნისი – 23:00 საქართველო – პორტუგალია;

ლოკაცია: ნიკო ნიკოლაძის სანაპირო.