გაიმართა ფოთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოლიმპირ ხეივანში ფოთის საპატიო მოქალაქეობის წოდების მინიჭების ცერემონიალი შედგა. ჯილდოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ გადასცეს.

ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებებისათვის, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე.

ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.

საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ნატრული ტაბიძე.

ცნობილი ექიმები: ვენერა მელქაძე, ღირსების ორდენის კავალერები_ მიხეილ ლეჟავა და მაყვალა ამაღლობელი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭანტურია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები: თინა ლაკია, ინეზა კუპრაძე, ნაზი ჯინჭარაძე.

კულტურის დამსახურებული მუშაკი სოსო გვაძაბია, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი ლიანა წურწუმია.

ქართულ-ებრაული ურთიერთობების მოამაგე ლიანა პაპისმედოვა.

ოლიმპიური პრიზიორი ვლადიმერ ჭანტურია.

ევროპის პრიზიორი ნიკო კუცია. სპორტსმენი და სპორტული ჟურნალისტი ბადრი ბასილაია.

ფოთისა და ხობის ეპარქიის დეკანოზი კოსტანტინე ბურჯანაძე და დეკანოზი თევდორე ბასილაია.

ქალაქის საკრებულოს საზოგადოებრივი სათათბირო წევრი, ფოთის მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ილია ქვარცხავა.

სამეურნეო და კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი მურმან კოკაია.

ცნობილი ინჟინერი ზაურ ღუტიძე. ფოთის ელექტროაპარატის დირექტორი, ფოთის გემთმშენისა და ფოთი ელექტროაპარატის გენერალური დირექტორი იგორ მამალაძე.

ღვაწლმოსილი სამეურნეო და სამშენებლო უწყების მუშაკები ჟერონ შუბითიძე, ჯემალ გურგენაძე ზაურ ბერაია, ზურაბ კვარაცხელია.

ღვაწლმოსილი ფოთელი, კავტრექს-ფოთის თანადამფუძნებელი და გენ. დირექტორი რობერტ გვაზავა.

ძალოვანი უწყების ღვაწლმოსილი მუშაკი იური კვარაცხელია.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად დაესწრო.

კომენტარის დატოვება