- ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა. რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან, 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.