- ფოთის საგამოფენო დარბაზში, არტ-თერაპიის ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა “ჩემი ფერადი სამყარო” მოეწყო.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, არტ-თერაპიის წრე, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2023 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა.
თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე ა(ა)იპ აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში მიმდინარეობდა.
სერვისით სრულიად უფასოდ სარგებლობენ ფოთში მცხოვრები განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვები 6 წლიდან.