- „არა რუსულ კანონს“ – ამ სლოგანით ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში პოლიტიკური
პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. მათი განმარტებით, ეს კანონი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ფოტო: მეცხრე ტალღა