- ფოთში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ავტორიზაციის პროცესის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებმა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული პროექტის “მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელება” თაობაზე ისაუბრეს.
ტრენინგს ფოთის, ხობის, მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი განათლების მართვაში ჩართული პირები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქალაქ ფოთის მერის მოადგილესთან ლექსო თოდუასთან და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელთან, მაკა ზარანდიასთან ერთად, მე-17 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს.