ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთში მეორე ტურია მოსალოდნელი

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთში მეორე ტური გაიმართება მერობის კანდიდატებს ბექა ვაჭარაძესა და გიგი უგულავას შორია შორის.

ბექა ვაჭარაძემ ხმების 46.86% აიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიგი უგულავამ 38.09%.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში. 

კომენტარის დატოვება