- ფოთის სამხატვრო სასწავლებელში, ფოტოხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “შავი ზღვა 2023” ჩატარდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ფესტივალში ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შვიდი დღის მანძილზე ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნაობა ფოტოზე ასახეს.
ფესტივალის მიზანია, ქალაქ ფოთში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.
საერთაშორისო ფესტივალი ,,შავი ზღვა 2023″ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.