- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტ EU4Culture ფარგლებში, 30 000 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგრანტო დაფინანსება მიზნად ისახავს პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას.
“2024 წელს, მიღებულ გრანტს, ფოთის მუნიციპალიტეტი კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების განსახორციელებლად გამოიყენებს და სექტემბერში გამართავს ღონისძიებას, სახელწოდებით – „ფოკუსში: კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი”.
ღონისძიება 3 მიმართულებას მოიცავს: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერას, ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამას და საერთაშორისო მარინისტული ფესტივალს. აღნიშნული აქტივობები ქალაქში მრავალფეროვანი და დინამიკური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.