- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლმა “გინცი” ქალაქ ფოთში ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის “თეთრი თოლია” გალა-კონცერტზე მიიღო მონაწილეობა.
კონკურსში გერმანია, ლატვია, ისრაელი, ყაზახეთი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
ანსამბლ ‘’გინცის’’ სოლისტებმა საერთაშორისო ჟიურის აღიარება მოიპოვეს და შემდეგი ადგილის მფლობელები გახდნენ:
მაია აბლოთია III ადგილი( III კატეგორია);
ნუცა ლაგვილავა II ადგილი ( II კატეგორია);
ნია წურწუმია I ადგილი (III კატეგორია);
ნინი ლომაია გრანპრი (III კატეგორია);
ნინი ჯაიანი გრანპრი ( IV კატეგორია);
ანანი ჯაბუა( V კატეგორია)
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ანსამბლ ‘’ გინცს’’ ულოცავს მორიგ წარმატებას