ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

  • ფოთში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, ელექტროგადამცემი სადენები.

“ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. დილიდან, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან იწმინდება გზები. სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩართულები არიან ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის და მერიის შესაბამისი სამსახურების ჯგუფები.”-ნათქვამია ინფორმაცაში.

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში:

მერის წარმომადგენელი ცენტრის უბანში: 579 75 20 17;

მერის წარმომადგენელი კუნძულის უბანში: 551 41 11 02;

მერის წარმომადგენელი ნაბადის უბანში: 599 25 41 21;

მერის წარმომადგენელი მალთაყვის უბანში: 555 57 14 38.