- დღეს, 18:00 საათზე, ფოთში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი არის პედაგოგი და ფსიქოლოგი. იგი ასამდე ქვეყნის საპატიო დოქტორია და ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალ ქალაქში იწვევენ. 2000 წლიდან არის ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2014 წლიდან ამავე ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.