ფოთში სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს ტანსაცმელი გადაეცა საჩუქრად

  • ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 100 ოჯახსა და ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს სეზონური ტანსაცმელი გადაეცა საჩუქრად.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოცემული კამპანიის ფარგლებში 500-მდე სხვადასხვა დასახელების ტანსაცმელი გაიცა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის. კამპანია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

კამპანიის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება და მერის წარმომადგენლები.

აღნიშნული დახმარების საერთო ღირებულება 23 405 ლარის შეადგენს.

წლის განმავლობაში, ფოთის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური აქტივობები ხორციელდება მოსახლეობის მხარდასაჭერად.

+2