- ფოთში, საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში, განახლებულ სანაპიროზე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პლაჟის თამაშებში – ფეხბურთში, ფრენბურთსა და რაგბიში.
მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი საჩრდილობლები, საშხაპეები, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. რეაბილიტირდა სველი წერტილები.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, საღამოს მალთაყვის სანაპირო ზოლზე გაიმართა გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას ჯგუფი “ურსა” და დუეტი “ჯორჯია” ბენდთან ერთად იღებდნენ. საღამო გრანდიოზული ფოეიერვერკით დასრულდა.