- დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ფოთში, სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.
ინფორმაციისთვის: ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს, ქვეყანაში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
ფოტო: ფოთის მერია