- ფოთში, XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი – 2024” გაიმართა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, ფესტივალში უპრეცედენტო რაოდენობის, 14 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს.
ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”.