- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება.
“გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შედეგად, დაზიანდა კუნძულის სანაპიროს ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ადგილას ზღვამ დაანგრია ჯებირები. იმის გამო, რომ წყალს არ მიეღწია სანაპიროსთან ახლოს მდებარე მოსახლეობამდე და სასაფლაომდე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა დამცავი ბარიერების მოწყობა ე.წ. ტეტრაბოტების საშუალებით. მოსახლეობის ზარალი მაქსიმალურად მცირეა, თუმცა, საქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. უკვე დაწყებულია ზარალის შეფასება და მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.”-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.