- ფოთში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრამებისა და დაგეგმილ პროექტების შესახებ, რომლებიც დევნილთა დასახლებაში ხორციელდება.