- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთს, ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადმოეცა, რაც მყარი ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია.
“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით განახლებული ავტოპარკით, ფოთში დასუფთავების სამუშაოები უფრო ეფექტურად სრულდება. ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი რეაგირება გახდა შესაძლებელი. მადლობა თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქალაქის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.”-აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.