- ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმარს ფოთის მერიაში უმასპინძლა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
“ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“, რომელშიც ფოთი 2022 წლიდან ჩაერთო იძლევა შესაძლებლობას ქალაქში ჩატარდეს ბავშვის უფლებათა დაცვის სიტუაციური ანალიზი ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების და სერვისების მიმწოდებლების მონაწილეობით. მომზადდეს რეკომენდაციების ამსახველი ანგარიში, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სამოქმედო გეგმას.
ვიზიტის ფარგლებში, ღასან ხალილმა ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართა შეხვედრა; ასევე, ესტუმრა ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლას სადაც გაეცნო სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებს; ასევე ეწვია ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას; ჩაატარა საინტერესო ლექცია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
მადლობა, UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობას და ბატონ ღასან ხალილს გულისხმიერებისათვის!