- ქალაქ ფოთს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ქალაქ მიენიანგის დელეგაცია ეწვია.
ფოთის მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმრებს ქალაქის პრიორიტეტები, გამოწვევები და სამოქმედო გეგმები,ასევე, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქალაქს შორის მეგობრული კავშირების დანერგვასა და კულტურის, ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ფოთის პორტი და საზღვაო სასწავლებელი.