- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა.
თამაშებში – ,,რა? სად? როდის?’’, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი” ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს საუკეთესო მოაზროვნეები მონაწილეობდნენ.
ფოთის ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშებში , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს