ფოთის N17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

  • ფოთის N17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და დღეიდან, 113 ბავშვს პედაგოგები ახალ გარემოში მასპინძლობენ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კაპიტალურად გარემონტდა ბაგა-ბაღის შიდა სივრცე და აღიჭურვა ახალი ინვენტარით. უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება, ბაღის ეზო და მოეწყობა ახალი ღობე.

უწყების ცნობით, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 039 ლარი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება