გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობას აგრძელებს.
პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია განახორციელებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების – „ECETAS INSAAT SANAYI VE TICARET A.S”, “MBD INSAAT SANAYI VE TICARET A.S” და “China Nuclear Industry 23 Construction Co, LTD”-ის ხელმძღვანელმა პირებმა.
მშენებლობა 3 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სისტემების მშენებლობა 15 თვეში უნდა დაასრულონ.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში 144 კმ-მდე წყალარინების ქსელი და სატუმბი სადგურები მოეწყობა.
პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 42,950,904 აშშ დოლარი მოხმარდება.