- “ეიპიემ ტერმინალს ფოთისა” და bp-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ინფორმაციით, პროგრამის “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ ფარგლებში ფოთის ათი საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლება სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნებას, უკვე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში განიხილავენ და იმსჯელებენ საპროექტო იდეებზე და გამოწვევების მოგვარების გზებზე.
სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა პროექტორი და ეკრანი, ხოლო სამი გამარჯვებული გუნდის სკოლას დამატებით გადაეცემა ციფრული ეკრანები. კონკურსში პირველ ადგილზე გასული იდეის განხორციელება დაფინანსდება 20,000 ლარის ოდენობით.