- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 მილიონ 540,3 ათასი ლარით განსაზღვრული ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრთა უმრავლესობის ხმით დამტკიცდა.
ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით 5 მილიონ 956,9 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 4 მილიონ 225,0 ათასი ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება. განათლების სფეროს მიმართულებით, რომელიც მოიცავს სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებას გათვალისწინებულია 3800,0 ათ. ლარი. კულტურის სფეროს, ასევე რელიგიის, ახალგაზრდობის და სპორტის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია -5 მილიონ 280,0 ათ. ლარი.
2023 წელს მუნიციპალიტეტი 6 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული.
ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე –shorturl.at/fkms7