- ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ახალი მოადგილეები -ალექსანდრე ტყებუჩავა და ზაქარია გვრიტიშვილი წარადგინა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მერის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტყებუჩავა დაინიშნა.
ალექსანდრე ტყებუჩავა სპეციალობით სამართალმცოდნეა. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. იგი 2018 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ალექსანდრე ტყებუჩავა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია. ალექსანდრე ტყებუჩავა საფინანსო-საბიუჯეტო, კულტურისა და სპორტის სფეროს უხელმძღვანელებს.
ზაქარია გვრიტიშვილი სპეციალობით სამართალმცოდნეა. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. ეკავა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში ქალაქ ფოთის მერის თანაშემწის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობები. იგი ბოლო წლებში კერძო სექტორში იყო დასაქმებული.
2019 წლიდან -2021 წლის 7 ივნისამდე ეკავა შპს “ბევრილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა. ზაქარია გვრიტიშვილი ინფრასქტრუქტურული პროექტების მართვის, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სფეროს უხელმძღვანელებს.+4