- ფოთის მერიამ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.
სტიპენდიის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტებმა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია, 3 აგვისტოდან -1 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: