- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდპაციენტი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 631, „პისიარ“ ტესტით – 16 573.