საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 082 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 608, „პისიარ“ ტესტით – 14 474.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო შვიდი დღის – 16,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 059 392 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 967 585 გამოჯანმრთელდა, 14 732 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 658 343 აცრა, დღიურად აცრილია 1 550.

კომენტარის დატოვება