- ფოთში, სააკაძის ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი. შესრულდა საგზაო მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი განხორციელდა შპს “გზამშენებელი-13-ის” მიერ.