მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

უწყების ცნობით, სრულად გადაიხურა 7 მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი:

კოსტავას ქუჩა N10;

სამეგრელოს ქუჩა N34;

სამეგრელოს ქუჩა N36;

აღმაშენებლის ქუჩა N28;

კაცაძის ქუჩა N6;

9 აპრილის ხეივანი N33;

ჩხეიძის ქუჩა N6-ში

აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 4 მისამართზე:

მემედ აბაშიძის N14;

დანელიას N72;

გურიის N177;

ფარნავაზ მეფის N1.

ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 3 მისამართზე ძველი​ და​ ამორტიზებული ლიფტები​ -​ ​​სრულიად ახალი​, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა.

+3