მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს

  • ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.