კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ასევე, ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები და გამწვანებული სივრცეები. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა.

განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

.