- ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის მე-9 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველო გააწევრიანოს ევროკავშირში.