- 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.
ფოთის მერის ინფორმაციით, ფოთში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.